The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაგო ვალიშვილი

იაგო ვალიშვილი
დაბადების თარიღი:1950  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1976 წელს მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" სისტემაში სხვასდასხვა რიგით და ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1983-1986წწ. და 1991-2000წწ. იყო "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე, მაღალი ძაბვის ქსელების, ელ. სადგურების, ელ. მოწყობილებების სამსახურების, მომარაგების, კომპლექტაციის, ნავთობ-ქიმიური განყოფილების უფროსი; 1986-1991წწ.- "საქენერგოს" ცხინვალის ელექტროქსელების დირექტორი. მისი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობის დროს დამთავრდა რეგიონის ყველა რაიონული ცენტრის ორმხრივი ელექტრომომარაგება და 20-დე მაღალმთიანი სოფლის ელექტროფიცირება; 1993-1994წწ. "საქენერგოს" ცენტრალიზებული მომხმარებლების ენერგოზედამხედველობის და რეალიზაციის საწარმოს დირექტორი; 2007 წელს დაბრუნდა სამუშაოდ დიდი ლიახვის ხეობაში. შემჭიდროებულ ვადებში მოახდინა "კეხვიჰესი"-ს რეაბილიტაცია და "ტყვიავი-კეხვის" 35 კვ-იანი და 22 კმ სიგრძის ხაზის მშენებლობა; 2003-2006წწ. თბილისის საკრებულოს ენერგოწარმომადგენელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 123-124


გააზიარე: