შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაიო, ქედის რაიონი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1965 წელს. წლების განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა უჩხითის, ინწკირვეთის, გორგაძეების, მერისის, ოქტომბრის (ქედის რაიონი) რვაწლიან და საშუალო სკოლებში; 1981-1985 წლებში მუშაობდა ქედის რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად; 1966 წლიდან მისი ლექსები იბეჭდება გაზეთ "აჭარის", ჟურნალ "ჭოროხის" და ქედის რაიონული გაზეთის ფურცლებზე. ორი პოეტური კრებულის ავტორია, ესენია: "დედასავით ერთადერთი" (1996), "ლექსები" (2006). გამოქვეყნებული აქვს არაერთი მეცნიერული ხასიათის სტატია; ეტიმოლოგია "ტოპონიმ აჭარის" შესახებ შეტანილია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული ნარკვევების I ტომში; ჟურნალ "ჭოროხში" დაიბეჭდა მეცნიერული ხასიათის ნაშრომები: "რუსთაველი - გრავიტაციის კანონის აღმომჩენი", "დიდი ასტრონომიისა და მწერლის სახელის შესახებ" (აბუსერისძე ტბელის "ქორონიკონი სრული მისითა საუწყებოთა განგებითა"). წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.115 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |