შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ლაბუჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის კულტურისა და ესთეტიკური აღზრდის ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული, 1995 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული, 2003 წელს; 2020 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დოქტორანტი. სხვადასხვა წლებში იკავებდა მაღალ თანამდებობებს: 1992-1994წწ. – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე; 1997-2002წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2002-2004წწ. მ.პ.გ "გაერთიანებული დემოკრატები"-ს რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2003-2004წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 მოწვევის წევრი (საარჩევნო ბლოკ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - ზურაბ ჟვანიას გუნდი); 2004-2005წწ. გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი; 2005-2007წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2007-2008წწ. გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებების გამგებელი; 2008-2009წწ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მრჩეველი; 2009-2010წწ. საქართველოს კონტროლის პალატის სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2012-2013წწ. პოლიტიკური გაერთიანება-თავისუფალი დემოკრატების პარტიის ცენტრალური ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 2013-2017წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე; 2017-2021წწ. ისნის რაიონის გამგებელი; 2021 წლის 3 დეკემბრიდან ქ. თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ისნის რაიონიდან წყარო: ქალაქ თბილისის საკრებულო: tbsakrebulo.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |