The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ცქიტიშვილი

მიხეილ ცქიტიშვილი
Date of birth:3 February, 1919
Date of death:1967  (at 47 years)
Burial location:თბილისი
Category:Public official, Sailor, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1937-1941 წლებში სწავლობდა ლენინგრადის  მ. ფრუნზეს სახელობის უმაღლეს სამხედრო - საზღვაო სასწავლებელში.

1941-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, რიგითი არტილერისტობიდან მეთაურობამდე მსახურობდა სსრკ ბალტიის ფლოტის ნაღმოსან-ტრალშიკებზე; მოგვიანებით იბრძოდა ლენინგრადის დაცვისათვის წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში, ომი კი გერმანიის ტერიტორიაზე დაასრულა და 1945-1952 წლებში უკვე დივიზიონის მეთაურად იქვე, გერმანიის პორტ ვარნემიუნდეში მოუწია სამხედრო სამსახურის გაგრძელება; 1952-1960 წლებში იყო სსრკ ბალტიის წითელდროშოვანი ფლოტილიის დამხმარე ხომალდებისა და პორტების სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1960 წელს კი მიხეილ ცქიტიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და 1963 წლამდე ტრესტ "საქთევზმრეწვის" თევზსაჭერი ფლოტის კაპიტნად საქმიანობდა. 1963 წელს მისი თაოსნობით ფოთში საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველო შეიქმნა, რომელსაც 1967 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა და რითაც დიდ საშვილიშვილო  საქმეს დაუდო სათავე.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: