The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ნანიტაშვილი

პეტრე ნანიტაშვილი
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:1980  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა ქ. თბილისის სტალინის სახელობის უმაღლეს პარტიულ სკოლა 1937 წელს.

1937 ნწელს მუშაობა დაიწყო რაიონული გაზეთის - "ლენინის დროშის" რედაქციის პასუხისმგებელ ინსტრუქტორად. ამავე დროს მუშაობდა სოფელ საღანძილის არასრული საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად; 1938 წელს გადადის მარელისის ფაბრიკაში ინდუსტრიული მუშფაკის სასწავლო ნაწილის გამგედ, სადაც ირჩევენ ფაბრიკის კომკავშირის კომიტეტის მდივნად; 1939 წლიდან საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგეა; 1941 წელს დაამტკიცეს წულუკიძის რაიონის მტს-ის პოლიტგანყოფილების უფროსად, ხოლო 1942 წელს დაინიშნა საქართველოს კომპარტიის  ცენტრალური კომიტეტის კადრების განყოფილების გამგედ; 1943 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კომპარტიის მაიაკოვსკის რაიკომის პირველ მდივნად; 1949-1954 წლებში მუშაობდა მშრომელთა დეპუტატების ზესტაფონის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; შემდეგ მუშაობას აგრძელებს ზესტაფონი- ჭიათურის ფართო ლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობაზე პარტბიუროს განთავისუფლებულ მდივნად; 1955-1956 წლებში იყო "ზესტაფონმშენის" მომარაგების განყოფილების უფროსი, 1959 წელს აირჩიეს ფეროშენადნობთა ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივნად; 1963-1966 წლებში იყო ქარხნის მთავარი დისპეჩერი, ხოლო 1966 წლიდან პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა ამავე ქარხნის სილიკო-მანგანუმის საამქროს უფროსის თანაშემწედ საერთო საკითხებში; არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის, წულუკიძის, მაიაკოვსკისა და ზესტაფონის რაიკომების ბიუროს წევრად. მიღებული აქვს სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები, მათ შორის 5 მედალი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: