The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ნანობაშვილი

იოსებ ნანობაშვილი
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1967  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმი 1926 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს; ამავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში ეთნოგრაფიის სპეციალობაზე.

ტექნიკუმის დამთავრების შემდგომ მუშაობდა სოფელ ტიბაანის სკოლის მასწავლებლად; 1941 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში მეცნიერ თანამშრომლად; 1950 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი; 1950-1955წწ. იყო თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; ამავე ინსტიტუტში კითხულობდა ლექციების კურსს ზოგად ეთნოგრაფიაში; 1955 წლიდან ი. ნანობაშვილი კვლავ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მუშაობს და ხელმძღვანელობს ეთნოგრაფიის განყოფილებას. გამოქვეყნებული აქვს ორმოცამდე სამეცნიერო გამოკვლევა და ორი მონოგრაფია.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: