შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მახალაკიძეები, შუახევის რაიონი. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1978 წელს. 1978 -1990 წლებში მუშაობდა აჭარის სააფთიაქო სამმართველოს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1997-2006წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის სოციალური ფარმაციის კათედრის გამგე; 2005 წლიდან გაზეთ "ფარმაკომის" მთავარი რედაქტორი; 2007-2013წწ. ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი; 2010-2011წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორი, სრული პროფესორი. არის 10 წიგნის, მათ შორის სახელმძღვანელოების, 25 სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი. მიღებული აქვს აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიუბილეო მედალი, საპატიო სიგელი (2012). წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.117; აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია: facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |