The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ მახარაძე

ვლადიმერ მახარაძე
Date of birth:24 April, 1957  (69 years)
Category:Scientist, Writer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მახალაკიძეები, შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1980წწ. იყო ხელვაჩაურის რაიონის ცენტრალური აფთიაქის უფროსი პროვიზორი; 1978-1990წწ. მუშაობდა აჭარის სააფთიაქო სამმართველოს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1983-1990წწ. სააფთიაქო სამმართველოს სისტემის ჯერ მთავარ პროვიზორად, გასაღების განყოფილების უფროსად, შემდეგ ბათუმის მე-10 აფთიაქის მმართველად; 1997-2006წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკი ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის სოციალური ფარმაციის კათედრის გამგედ; 2005 წლიდან გაზეთ "ფარმაკომის" მთავარი რედაქტორად; 2007-2013წწ. ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსად; 1990 წლიდან საქართველოში ერთ-ერთი პირველი ფარმაცევტული კომპანია "ჰეკატე"-ს გენერალური დირექტორი; აღნიშნული კომპანია მთელ საქართველოში აერთიანებს ფარმაცევტულ ბაზას, სააფთიაქო სუპერმარკეტს და სააფთიაქო ქსელს 10-მდე აფთიაქითა და 70-მდე თანამშრომლით; 2010-2011წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რექტორი, სოციალური ფარმაციის კათედრის გამგე (1997-2006); ქ. ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი (2007); ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის მაძიებელი (2000-2003). არის 10 წიგნის, მათ შორის სახელმძღვანელოების, 25 სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი; პირველი საერთაშორისო კონგრესის "ჯანმრთელობა და წამლის" ასთმის ევროპის მეორე კონგრესის მონაწილე (2004), ფარმაცევტთა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის (ხარკოვი, 2003) მონაწილე და სხვა ქართული თუ უცხოური სამეცნიერო ფორუმების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების აქტიური მონაწილე. მიღებული აქვს აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის საიუბილეო მედალი, საპატიო სიგელი (2012). მისი ინიციატივით დაწესდა ფარმაციის დღე. მან პირველმა შეიმუშავა საქართველოში "ფარმაცევტის ფიცი", რომელიც დაამტკიცა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის II ყრილობამ. ფარმაცევტი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა კანდიდატი (2004), ფარმაცევტული საქმის ორგანიზაციის გამოჩენილი ორგანიზატორი საქართველოში.

სადისერტაციო თემა -  "გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებათა ფარმაკოეკონომიკური გამოკვლევა აჭრის მაგალითზე", დაიცვა 2004 წელს.

 წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.117; აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია: facebook.comსაქართველოს სამედიცივნო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.901-904

Member of Organizations

  • აჭარის მეწარმეთა კავშირი, თავმჯდომარე (2004-)
  • აჭარის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1991-1996)
  • აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის IV კონფერენცია, წარმომადგენელი (2003-)
  • აჭარის ფარმაცევტთა კავშირი, თავმჯდომარე (1996-)
  • აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია, ვიცეპრეზიდენტი (2011-)
  • ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტი, ერთ-ერთი დამფუძნებელი
  • გაზეთი "ფარმაკომი", მთავარი რედაქტორი (2005-)
  • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია, ვიცეპრეზიდენტი
  • საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი (2014-)
  • შპს "ჰეკატე", დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი (1990-)
  • ხელვაჩაურის რაიონის ურეხის საკრებულო , დეპუტატი (1991-1996)

Awards and Honors

  • 2017 - ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • 2016 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
    ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 2015 - საპატიო მარეთელის წოდება
  • 2013 - ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: