The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნელი ვერულავა

ნელი ვერულავა
Date of birth:7 August, 1943  (81 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1966 წელს.

1966 წელს მუშაობა დაიწყო საქშახპროექტში თბოენერგეტიკულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ახორციელებდა საავტორო ზედამხედველობას ტყიბულის, ტყვარჩელის, ჭიათურისა და მადლეულის მოსახლეობის თბომომარაგების პროექტების შესრულებაზე. იმავე პერიოდში მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბომომარაგების კათედრაზე; 1996-2005წწ. მუშაობდა საქართელოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსად; 2003-2004წწ. ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი; 2004-2006წწ. ქართულ-ნორვეგიული ერთობლივი ცენტრის "ენერგოეფექტურობა და სუფთა წარმოება", დირექტორი; 2007-2009წწ. საქართელოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ენერგოეფექტურობის განყოფილების გამგე და არასამთავრობო ორგანიზაცია-ცენტრის  "ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა", დირექტორი. საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმებიის მონაწილე. კლიმატის ცვლილებების და გლობალური დათბობის წინააღმდეგ საქართველო-იაპოიის ერთობლივი პროექტის "სათბურის გაზების დრენირება" კოორდინატორი. მუშაობდა პროექტებზე, რომელიც ხორციელდება USAID-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 130


Share: