The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ვერულაშვილი

თენგიზ ვერულაშვილი
დაბადების თარიღი:1950
გარდაცვ. თარიღი:1988  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1973 წელს.

1973 წელს დაიწყო მუშაობა "საქნავთობის"კოლხეთის ბურღვის კანტორაში მბურღავის თანაშემწედ; 1974 წელს იყო ბურღვის ოსტატის მოადგილე, ბურღვის ოსტატი; 1975 წელს დაინიშნა კოლხეთის ბურღვის კანტორის რაიონული საინჟინრო-ტექნიკურის სამსახურის ცვლის უფროსად, ცენტრალური სამსახურის ცვლის უფროსად და 1976 წელს ამავე კანტორის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1977-1979წწ. "საქნავთობის"ბურღვის ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი ინჟინერი; 1979-1981წწ. "საქნავთობის" კოშკსარემონტო კანტორის საწარმოო-ტექნიკური განყობილების უფროსი; 1981-1986წწ. "საქნავთობის" ბურღვის სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1986-1988წწ. "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა ბურღვის სამმართველოს მთავარი ტექნოლოგი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 130-131


გააზიარე: