შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ჯინჯიხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი ბიბლიოთეკათმცოდნეობის სპეციალობით. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა აკაკი წერეთლის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ბიბლიოგრაფიული განყოფილების უფროსად; 2012 წელს დაისტამბა მისი პირველი ლექსთა კრებული "ჩემი ჟირაფიკონა" (საბავშვო ლექსები და გამოცანები). ამას მოჰყვა ლირიკული კრებული "ჩამონაგლეჯი პორტრეტიდან" (2013). რუსუდან ჯინჯიხაძის ლექსები და ლიტერატურული წერილები იბეჭდება რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.125 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |