შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაშლოვანი, ხულოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1975 წელს. მისი პირველი ლექსები დაბეჭდილია ახალგაზრდა ავტორთა კრებულში "ყვავილობა"; ავტორია წიგნებისა: "გააღეთ კარი", "ლექსები" (1982), "ჟამი ფრთის გასწორებისა", "ლიტერატურული წერილები" (1986), "გახელილი სარკმელი", "ლექსები" (1987), "გუმბათი ცასთან", "ლექსები" (1990), "სალამი ჩემო", "ლექსები" (1994), |"დრო მიჰქრის", "ლიტერატურული წერილები" (2004) და სხვ. შექმნა მრავალი საინტერესო სატელევიზიო საავტორო გადაცემა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: საქართველოს ტელე-რადიოს კორესპონდენტად, საქართველოს ტელე-რადიოს ბიუროს ხელმძღვანელად აჭარაშჭი, აჭარის ტელე-რადიოს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.134 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |