The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ზაზუნიშვილი

ნიკოლოზ ზაზუნიშვილი
დაბადების თარიღი:1948
გარდაცვ. თარიღი:1998  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოების გეოლოგია-დაზვერვის სპეციალობით 1974 წელს.

1974 წელს მუშაობა დაიწყო "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში ნორიო-საცხენისი-სამგორის უბნის უფროსად; 1975-1977წწ. "საქნავთობის" რაიონული ინჟინერ-ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი; 1978-1978წწ. "საქნავთობის" ნავთომომპოვებელი უბნის უფროსი; 1988-1991წწ. "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოში მთავარი ინჟინერი; 1992 წელს "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს უფროსი; 1992-1997წწ. "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1997-1998წწ. "ფრონტურა რისთრიზს ჯორჯია"-ში მთავარი სპეციალიტი. დაჯილდოებული იყო: სსრკ სოციალისტური შეჯიბრების გამარჯვებულის მედლით (1975), ახალგაზრდა სპეციალისტთა საბჭოს დიპლომით (1976), სსრკ უმაღლესი სამთავრობო ჯილდო "დიდების ორდენი" (1976), საპატიო სიგელით ხუთწლედის გეგმის შესრულებისა და თავდადებული შრომისათვის  (1980). 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 133-134


გააზიარე: