შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბერდია კუტუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო ტრანსპორტისა და ეკონომიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. 2000 წლიდან მუშაობდა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში, ერთი წლის შემდეგ - საავტორო-შემოქმედებით სამსახურში; იყო გადაცემა "ექსკლუზივის" ავტორი, წამყვანი და მემონტაჟე, ასევე ამავე არხის პროდიუსერ-მემონტაჟე; 2016 წლიდან - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ბერნდინგის მენეჯერი და რადიო აჭარის 104.5 საინფორმაციო სამსახურის წამყვანი. არის ბათუმის დელფინარიუმის შოუს წამყვანი და პიარმენეჯერი. პიარისა და ბრენდინგის მენეჯერი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.165
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |