Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოსიკო გვარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხალა, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის კოოპერაციის ინსტიტუტი ვაჭრობის ეკონომისტის სპეციალობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის ვაჭრობის ტექნიკუმის დირექტორად, პარტიულ თანამდებობებზე: აჭარის ვაჭრობის მინისტრის მოადგილედ, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად; 1997-2003 წლებში იყო დემოკრატიული აღორძინების კავშირის გენერალური მდივანი, ბოლო წლებში ბათუმის სახელმწიფო მრავალდარგობრივი უმაღლესი კოლეჯის რექტორად მუშაობდა. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს თურქი მწერლების: აზიზ ნესინის, ოქტაი რიფათის, ორჰან ქემალის, საბაჰათინ ალის, ომერ სეიფედდინისა და სხვათა ნაწარმოებები. გამოცემული აქვს წიგნები: "ავადმოსაგონარი - 1937" (1997), "მემედ აბაშიძე - მოაზროვნე და მწერალი" (თანაავტორი, 1999), "აზიზ ნესინის იუმორის ძალა" (2001). ქართველ და სომეხ ხალხებს შორის კულტურულ-ლიტერატურული და მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს შარლ აზნავურის საპატიო პრემია. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.147 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |