Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დათო ქარდავა![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1992 წელს.
20 წელზე მეტია აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწევა და პარალელურად წერს პროზაულ ნაწარმოებებს. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ "არილში" გასული საუკუნის 90-ან წლებში; 2002 წლიდან რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს რეპორტიორი და ბლოგერია; პირველი პროზაული კრებული "ნოეს მტრედები" 2005 წელს გამოსცა. 2011 წელს დაიბეჭდა მისი ვრცელი ესეი "ტუალეტში საკითხავი"; ორივე წიგნი ლიტერატურულ პრემია "საბას" ნომინანტი იყო; არის არაერთი ჟურნალისტური თუ ლიტერატურული პრიზის მფლობელი; მისი მოთხრობები არაერთხელ მოხვდა წლის საუკეთესო მოთხრობების კრებულში; 2011 წელს მისი მოთხრობა შეიტანეს "21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგიაში"; 2013 წელს გამოსცა ესეების კრებული მდინარე მტკვრის შესახებ – "მტკვარი და მისი ორი ნაპირი", რომელშიც შესულმა ერთმა ესეიმ "ლიტერატურული გაზეთის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში კრიტიკა, ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, მესამე პრემია დაიმსახურა; 2015 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა დათო ქარდავას პროზაული კრებული "ესავის ხელები", რომელმაც 2016 წელს ნომინაციაში - წლის საუკეთესო პროზაული კრებული /რომანი - მიიღო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია "ლიტერა"; 2016 წელს კი გამოიცა მისი მომდევნო წიგნი "მტაცებლები ურბანულ გარემოში"; 2022 წელს გამოიცა პოეტური კრებული "მეორადი ჰომეროსი".
წყარო: გამომცემლობა "ინტელექტი": intelekti.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |