შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ ქობულია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1934 წელს. ექვსი წლის განმავლობაში ფოთში მუშაობდა: იყო წყალთამეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ტრესტ "კოლხიდმშენის" უფროსი ინსპექტორ-ექიმი, ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი და თერაპიული განყოფილების გამგე, სამედიცინო ტექნიკუმის დირექტორი. მეორე მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში გაბრიელ ქობულია ევაკოჰოსპიტლის უფროსად დაინიშნა, იგი მალე საქართველოს ჯანდაცვის სახალხო კომისრის (დღევანდელი მინისტრის ეკვივალენტური თანამდებობა) მოადგილე გახდა კადრების დარგში; წლების განმავლობაში იყო თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თსსუ-ს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი. ასე რომ, ვიდრე თბილისის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს, (მაშინდელი წმინდა მიქაელის საავადმყოფო) მთავარ ექიმად დანიშნავდნენ, მან მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილება მიიღო, როგორც პრაქტიკოსმა ექიმმა და ორგანიზატორმა. მას გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; გაბრიელ ქობულია სხვადასხვა დროს იყო საქალაქო საბჭოს დეპუტატი ფოთსა და თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ჟურნალ "საბჭოთა მედიცინის" სარედაქციო საბჭოს წევრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უდენ-რემჰოლდის კარდიო-დიაფრაგმული სინდრომის საკითხისათვის" (1961). წყარო: ჟურნალი ავერსი N159: aversi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |