The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან მორჩილაძე

ამირან მორჩილაძე
Date of birth:4 April, 1922
Date of death:1983  (at 60 years)
Burial location: საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საშუალო განათლება თბილისის გერმანულ სკოლაში მიიღო. რუსულთან ერთად კარგად იცოდა გერმანული და ინგლისური ენები. ექიმის დიპლომის აღებამდე  მოულოდნელად დააპატიმრეს, როგორც არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაციის – "თეთრი გიორგის" აქტიური წევრი. მას სახლში რადიომიმღები და იარაღი უპოვეს და შეიარაღებული აჯანყების მზადება დასდეს ბრალად. განაჩენი 1944 წლის აპრილში გამოუტანეს. ცხრამეტ სხვა განსასჯელთან ერთად, რომელთა შორისაც იყვნენ ჭაბუა ამირეჯიბი, ლევან აბდუშელიშვილი, ლევან ნანეიშვილი, შალვა სვანიძე, რომან სუტა, პავლე ხარანაული, გიორგი მაჭავარიანი, ვახტანგ ჯორჯაძე, არჩილ წულუკიძე, გიორგი წულიკიძე, რევაზ ტყავაძე, გიორგი იშხნელი და სხვები, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 1946 წლამდე სასჯელს საქართველოში იხდიდა, მერე კომის ავტონომიურ რესპუბლიკაში გადაიყვანეს და, როგორც სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, ექიმად გაამწესეს. ამირანი მორჩილაძე 1953 წელს გათავისუფლდა, მაგრამ ინტაში, ე.წ. თავისუფალ დასახლებაში დატოვეს, დანიშნეს ქალაქის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ და საავადმყოფოს მთავარ ექიმად. 1956 წელს იგი სახელმწიფო გამოცდების ჩასაბარებლად ბადრაგის თანხლებით გაგზავნეს ქალაქ იაროსლავლში. რა თქმა უნდა, წარმატებით ჩააბარა და ინსტიტუტის დამთავრებიდან 12 წლის შემდეგ ექიმის დიპლომი აიღო. 1959 წელს რეაბილიტაცია შეეხო. სამშობლოში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეეძლო, მაგრამ არ წამოვიდა, იქაურობა ვერ მიატოვა, რადგან შემცვლელი არავინ ეგულებოდა. 1965 წლამდე ერთგულად ემსახურებოდა იქაურ პაციენტებს. თბილისში რომ დაბრუნდა, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, ასისტენტად მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრაზე, მოგვიანებით იქვე – მთავარი ექიმის მოადგილედ, პრორექტორად, ასევე იყო მეცხრე სავადმყოფოს მთავარი ექიმი და საქართველოში მედიცინის ფილოსოფიიის ფუძემდებლადაც ითვლებოდა.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი / ჯ. ქორჩილავა.-თბ., 2010.-გვ.207


Share: