შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჩაჩიბაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კიწია, მარტვილის რაიონი. შალვა ჩაჩიბაია დაპატიმრების დროს იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცებლობის დირექტორის მოადგილე. მას ბრალად ედებოდა, რომ თითქოს იგი 1926-1932 წლებში გერმანიაში ყოფნის დროს დაკავშირებული იყო გერმანიის დაზვერვის რეზიდენტთან და ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას. 1932 წელს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა გერმანიის საკონსულოს, მისი დავალებით გააბა ჯაშუშური ქსელი, იყო გერმანიის დაზვერვის რეზიდენტი თბილისში და ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობას, რის გამოც თითქოს მიიღო ფულადი გასამარჯელო. რეპრესირებული. ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის კონდრატე ჩაჩიბაიას შვილი, ლუბა ჩაჩიბაია-აბდუშელიშვილის ძმა. წყარო: სსრკ-ს რეპრესიების მსხვერპლთა ღია სია: ge.openlist.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |