The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ კეკელია

ანტონ კეკელია
Date of birth:1855
Date of death:12 July, 1920  (at 65 years)
Burial location:სოფელი ბანძა, მარტვილი
Category:Religious leader

Biography

დეკანოზი ანტონ კეკელია XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა მე-18 საუკუნეში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. მან 1875 წელს ბანძაში თავის სახლთან ახლოს პირველად დააარსა  სკოლა, რომელსაც სოფლის სამინისტროს სკოლას ეძახდნენ, ასევე მის სახელს უკავშირდება რეგიონში 15-მდე სკოლის დაარსება. ანტონ კეკელიას დროს ფართოდ გაიშალა კულტურულ - საგანმანათლებო მუშაობა. 1890 წელს დაარსდა ამჟამინდელი ბანძის საჯარო სკოლის ადგილას სასწავლებელი, სადაც ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ. 1896 წელს მღვდელი ანტონ კეკელია ბანძის ორკლასიანი სასწავლებლის გამგე იყო, 1896 წელს მან ეს სკოლა ორკლასიან სასწავლებლად გადააკეთა და უკვე მაღალი კლასებისთვისაც უშვებდნენ მასწავლებლებს. თავად ანტონი დიდად განათლებული პიროვნება ყოფილა, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას, კარგად იცოდა ლათინური, მათემატიკა. საინტერესოა თავად სკოლის მშენებლობის პროცესიც. არსებული ინფორმაციით, თედო სახოკია ანტონის ქალიშვილის მეუღლე იყო. მაშინდელი განათლების სამინისტროდან ის აწვდიდა მას ინფორმაციებს. სკოლების მშენებლობის უფლება ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა, ნებართვას კი მოსკოვი არ იძლეოდა. ამიტომ უნდა დაემტკიცებინა ანტონს, რომ ხალხი მოწადინებული იყო სოფელში სკოლა ჰქონოდათ. მან დაწერა განცხადება და სკოლის მშენებლობის ნებართვა ითხოვა. თედო სახოკიამ შემოუთვალა  ანტონს: "სოფელში ხვალ შემოწმებაზე მოვლენ, რათა გაირკვეს, მართლა ითხოვს თუ არა ხალხი სკოლას და თუ შეგიძლია ამაღამ ამოიტანე ქვა-ღორღი, საშენი მასალა, ხალხი მოაგროვე და იქ ჩასულ სტუმარს აჩვენე, რომ ხალხი მუშაობსო". დეკანოზმა ანტონმა დაიქირავა ურმები და იმ ღამეს მდინარე აბაშიდან თურმე 40 ურემი ქვა ამოატანინა. მეორე დღეს ხალხი შეკრიბა და როცა კომისია მოვიდა, ნახეს, სკოლას ხალხი აშენებდა. მერე მშენებლობაში წინააღმდეგობა არ შეხვედრია. მამა ანტონის მეუღლე სანიკიძის ქალი იყო, მას მზითვად ოქრო-ვერცხლი მოყოლია, ბანძის სკოლის ეზო გაბუნიებისგან ამ ოქრო-ვერცხლით უყიდია. სასულიერო მოღვაწე და განმანათლებელი. 

წყარო: მამა ანტონ კეკელია, 1855-1920.-თბ.,2004.-15 გვ.; ნათელი დაუღამებელი : (ცხოვრება და ღვაწლი დეკანოზ ანტონ კეკელიასი) / იგორ კეკელია.-ქუთაისი, 2020.-128გვ.


Share: