The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ დადვანი

დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:2010  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1959 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ორდინატურა ქირურგიაში 1964 წელს.

სტუდენტობის წლებში სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული და სწრაფდაშვებაში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი; 1963 წელს ქ. კურსკში სამთო სპორტის შეჯიბრებაში გაიმარჯვა და დაამყარა რეკორდი, რომელიც დღემდე არცერთ სპორტსმენს არ მოუხსნია; მუშაობდა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად, 1985-1995წწ. თბილისის პირველ საავადმყოფოში ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1995-2009წწ. ეკავა თორაკოაბდომინატური კლინიკის დირექტორის მოადგილის თანამდებობა.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.166

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • საქართველოს ჩემპიონი (სათხილამურო სპორტი)

გააზიარე: