ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ზურაბ რატიანი
დაბადების თარიღი: | 3 მაისი, 1938 |
გარდაცვ. თარიღი: | 6 აგვისტო, 2022 (84 წლის ასაკში) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, მწერალი, ჟურნალისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტისტუტის წამყვანი მეცნიერი მუშაკი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი მხატვრული, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაწარმოები, მათ შორის პიესები: "ცოტნე დადიანი", "ცის გახსნა", "ფეხბურთის ძალა"; წიგნები: "ატლა", "უკვდავების გზა", "საქართველოს სოციალური წყობა XIII-XIV საუკუნეებში", "წყაროთა ღაღადი", "დღენი თავისუფლებისა", "კაცი უჩინმაჩინი"; მონოგრაფია — "საქართველო X-XIII საუკუნეებში“. 1990 წელს არალეგალურად გამოსცა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ "ნაცარქექიას" ორი ნომერი.
წყარო: "წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო"/ზ. რატიანი. - თბ. 1995, გვ. 82
ბიბლიოგრაფია
- წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1995. - 81გვ.
- კაცი უჩინმაჩინი : ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, საქართველოს კპ ცკ-ის გამ-ბა, 1984. - 47გვ.
- უკვდავების გზა : იუმორ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1982. - 234გვ.
- ქართული სტუმართმოყვარეობა : იუმორ. მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1978. - 62გვ.
- საქართველოს სოციალური წყობა XIII-XIV საუკუნეებში : ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის მიხედვით (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. - 157გვ.
|