The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუცა კობახიძე

ნუცა კობახიძე
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:მკვლევარი, პედაგოგი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა; კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მაგისტრატურა და ჰონკონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დოქტორანტურა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო სკოლაში მასწავლებლად, ასევე - განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ეკუთვნის არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია. არის ჰონკონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. განათლების პოლიტიკის მკვლევარი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.206

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: