The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალიკო მეუნარგია

ვალიკო მეუნარგია
Date of birth:1908
Date of death:1973  (at 65 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი ნერვულ სნეულებათა განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვალიკო მეუნარგია ჯერ ახლანდელ ანაკლიაში გაანაწილეს, მერე სხვა სოფელებშიც მუშაობდა. 23-24 წლის ახალგაზრდა ექიმმა პაციენტების ნდობა და სიყვარული მოიპოვა, მას ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა. განსაკუთრებით ჰიპნოზით იყო დაინტერესებული. სამეცნიერო ნაშრომებიც ჰიპნოზისა და აკუპუნქტურის შესახებ დაწერა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვალიკო მეუნარგია ზუგდიდის ნევროლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, 1946-1959 წლებში იყო ზუგდიდის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სწორედ მან გახსნა ზუგდიდის საავადმყოფოში ნევროპათოლოგიური განყოფილება. მას საკონსულტაციოდ ხშირად იწვევდნენ აფხაზეთში, აჭარაში, მთელ დასავლეთ საქართველოში. საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმში იყო დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი.

წყარო: ვალიკო მეუნარგიას ოჯახი : მეცნიერთა შესანიშნავი გვარდია / რევაზ ცაავა.-თბ.,2016.-213-227; სარკო ექიმი ვალიკო მეუნარგია / ხუტა პაჭკორია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2018.- N 3 (153).- გვ. 70-71 ( aversi.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

Share: