The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ბაღათურია

რევაზ ბაღათურია
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1947
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 2017  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1971 წელს.

გაანაწილეს სოფლის ექიმად სამხრეთ საქართველოში, ადიგენის რაიონში. სამედიცინო დახმარებას უწევდა ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, აბასთუმნის მოსახლეობასაც. შემდეგ მუშაობდა რუსთავისა და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში, რესპულიკური კლინიკური საავადმყოფოს ნეფროლოგიურ განყოფილებაში. ხშირად კითხულობდა მოხსენებებს მოსკოვის ნეფროლოგიურ კლინიკაში და თერაპევთტა სამეცნიერო კონფერენციებზე, დაწერილი აქვს 30-მდე ნაშრომი. ოცი წლის განმავლობაში რევაზ ბაღათურია იყო რესპუბლიკური საავადმყოფოს წამყვანი ნეფროლოგი. მან რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში 1992 წლამდე იმუშავა. შემდეგ სააფთიაქო ქსელი დააარსა. მოგვიანებით ურონეფროლოგად მუშაობდა კერძო დიაგნოსტიკურ კლინიკა "ტესტში". იყო ასევე პატარა კერძო კლინიკის "სამკურნალო სახლის" დირექტორი.

წყარო: სიკვდილთან მებრძოლი კაცი : ინტერვიუ / ხუტა პაჭკორია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2018.- N 1 (151).- გვ. 68-69 (aversi.ge); dev.mkurnali.ge


გააზიარე: