Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო გველესიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1962 წელს (სწავლობდა ტოპოგრაფიულ ანატომიასა და ოპერაციულ ქირურგიას). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1962-1968 წლებში მუშაობდა ქირურგად მიხეილის საავადმყოფოში. 1968 წელს დაინიშნა უფროს ლაბორანტად ზოგადი ქირურგიის კათედრზე. 1973 წელს, როდესაც უროლოგიის კათედრა დაარსდა, ამ კათედრის უფროსი ლაბორანტი გახდა, ხოლო 1974 წელს – კათედრის ასისტენტი. 1974-2008 წლებში იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ექიმი. 2010-2015 წლებში მუშაობდა დ. კოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმ-უროლოგად. სოსო გველესიანი ავტორია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომისა ზოგად ქირურგიასა და უროლოგიაში. იგი 55 წელი ემსახურა ადამიანების ჯანმრთელობას, აღზარდა ექიმების მრავალი თაობა, არაერთხელ დასახელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგად. გატაცებული იყო ალპინიზმს, ქართული ეროვნული ცეკვებით. მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ გამართულ მთამსვლელთა არაერთ ექსპედიციაში. იყო 1957 წლის ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეც. უროლოგი. წყარო: სოსო გველესიანი – იმერეთის პრინცი უროლოგიის კათედრიდან / ხუტა პაჭკორია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2022.- N 4 (198)(aversi.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |