შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივზირა ანდრულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სტუდენტობის დროს აქტიურად მონაწილეობდა აკადემიურ საქმიანობაში. თერაპიის სპეციალობით კლინიკური ორდინატურის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის პირველი საავადმყოფოს მეოთხე თერაპიულ განყოფილებაში, სადაც გამოჩენილი ქართველი ექიმის, ლევან ანჯაფარიძის ხელმძღვანელობით კლინიცისტად ჩამოყალიბდა, 1959 წელს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის ასისტენტი გახდა, სადაც თავის ხელმძღვანელთან, ვაჟა ივერიელთან ერთად ენდოკრინოლოგიის კათედრა დააარსა. იგი კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მიღებისთანავე დოცენტად აირჩიეს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ენდოკრინოლოგიის დამოუკიდებელი კურსის შექმნაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ამ კურსის ხელმძღვანელად მიიწვიეს. იყო 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ერთი მათგანი ეხებოდა თემას, "შეუძლია თუ არა შაქრიანი დიაბეტით ავადმყოფს გახდეს დედა", ასევე იკვლევდა მდინარე ლუგელაში იოდის შემცველობას და ენდემური ჩიყვის შემთხვევებს. ენდოკრინოლოგი. წყარო: ივზირა ანდღულაძე - ქართული ენდოკრინოლოგიის მშვენება / ხუტა პაჭკორია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2022.- N 2 (196).- გვ.69 (aversi.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |