შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზვიადაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის მაგისტრატურა. სწავლობდა ჩეხეთის, ესტონეთის, გერმანიის, ისრაელის და ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამებზე ბიზნესის ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით. 2016 წელს ალიტუსის სამეცნიერო სასწავლებელში მუშაობდა სადოქტორო პროგრამებზე. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების უმსხვილეს კომპანიებში; 2016-2017წწ. იყო სს საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს მიმართულების მრჩეველი. 2017 წელს დაინიშნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარედ. ფლობს ბიზნესორგანიზაციებს ექვს ქვეყანაში. დაცული აქვს პატენტი მობილურ მოწყობილობებში ქართული ენის შექმნისთვის ჯავა ტექნოლოგიაზე. TS ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი. ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.281
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |