შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პავლე მოსულიშვილი![]()
ბიოგრაფიაპავლე მოსულიშვილი 1920-1930 წლებში პარიზში ხელმძღვანელობდა ქართველ მომღერალთა გუნდს. იგი არის ავტორი სტამბოლში გამოცემული ერთადერთი ქართული დრამატურგიული ჟანრის ნაწარმოებისა. ემიგრაციაში წასვლამდე, 1898-1899 წლებში ყოველდღიურ გაზეთ "ცნობის ფურცელში" სისტემატურად აქვეყნებდა სტატიებს, წერილებსა და კორესპონდენციებს სხვადასხვა საკითხებზე: "სააღდგომო კვერცხი", "ველურების ცეკვა", "თევზი - სანთელი", "პატაგონელთა შესაზარი ჩვეულება", "კაცის ჭამიაობა აფრიკაში", "ქალაქი მარსელი", "კავკავი : თავხედური მკვლელობა ავაზაკებისაგან", "ქართული წირვა-ლოცვა", "საუკეთესო ღვინო", "ქ. კავკავი : თავ-გასული ქურდობა", "კავკავი : ქართული ეკლესიის კურთხევა", "ქ. კავკავი : ქართველთა ეკლესია", "იტალიის ემიგრანტები", "კავკავი : ქართული საქველმოქმედო წარმოდგენა", "ჟურნალ-გაზეთების განათლებრივი მნიშვნელობა", "უძველესი გამოცემანი ჩინეთში", "სინათლე", "ცხოველების დღეგრძელობა", "ლიმონი და ფორთოხალი", "თხების გულისხმიერება", "ადამიანის დღეგრძელობა" "კავკავი. ქართული წირვა წმ. ნინოობას", "ქონდრის კაცები მდინარე კონგოზე" და სხვ. 1938 წელს 15 წელი შეუსრულდა ემიგრაციაში მოღვაწე ლოტბარის და დრამატურგის პავლე მოსულიშვილის ქართველ მომღერალთა გუნდს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქართული ემიგრანტული ჟურნალის, "სამშობლოს" რედაქციამ თხოვნით მიმართა იმხანად მედიცინის სფეროში მომუშავე, მაგრამ, იმავდროულად, ქართული მუსიკალური კულტურის ზედმიწევნით მცოდნე ელა (ელენე) წერეთელს. მას დაევალა მიმოხილვითი ხასიათის წერილის მომზადება. აღნიშნული ჟურნალის 1939 წლის იანვრის ნომერში (N 27) გამოქვეყნდა სტატია "ქართული სიმღერა საფრანგეთში". ლოტბარი. წყარო: საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.142 (dspace.nplg.gov.ge); armuri ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |