Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურად ქათამაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბობოყვათი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1948 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით ბაქოში მოხვდა - სსრკ კასპიის საზღვაო სანაოსნოში, სადაც გაიარა მატროსობისა და შტურმანობის ყველა ეტაპი და 1953 წელს, იქვე, 27 წლის ასაკში შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; 1967 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და ზღვაში კაპიტნად საქმიანობა ბათუმში ახლად დარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე გააგრძელა; მისი მეთაურობით 1967-1986 წლებში სანაოსნოს სხვადასხვა ტანკერების ეკიპაჟები, ყოველთვის გამოირჩეოდნენ უსაფრთხო ნაოსნობითა და საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებლებით. იგი იყო ახალგაზრდობის ჭეშმარიტი აღმზრდელი, რომლის "საზღვაო აკადემია" არაერთმა მომავალმა ქართველმა შორეული ნაოსნობის კაპიტანმა გაიარა. საზღვაო ფლოტისა და დარგის დამსახურებული წარმომადგენელი აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. იყო აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის ქალაქის საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, მისი ღვაწლი და დამსახურება კი არაერთხელ იქნა აღნიშნული სხვადასხვა სახელმწიფო, სამთავრობო და პროფესიული ჯილდოებით. 1986 წლიდან იმყოფებოდა დამსახურებულ პენსიაზე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |