შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაურ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხულო. დამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი მწვრთნელ-მასწავლებლის სპეციალობით 1994 წელს; თბილისის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი ვეტერინარის სპეციალობით 1999 წელს. 1980 წელს უმცროს ასაკის სპორტსმენთა შორის კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე დაიკავა პირველი ადგილი; 1986 წელს აჭარის ასსრ მოსწავლეთა საშემოდგომო პირად პირველობაზე კლასიკურ ჭიდაობაში დაიკავა პირველი ადგილი; 1994-2013 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის ბავშვთა და მოზარდთა სპორტულ სკოლაში, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელად; 1998-2012 წლებში ბათუმის ცხოველთა დაავადების წინააღმდეგ მებრძოლ სადგურში ვეტ-ექიმად; იყო საქართველოს 12 გზის ჩემპიონი, აჭარის მრავალგზის ჩემპიონი, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების გუნდის წევრი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |