შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია ჩიჩუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა თბილისის ამქართა და ნოქართა მოძრაობას (პარტიული ფსევდონიმი "მეხაშე"), შემდეგ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ჭიათურასა და თბილისში. პეტერბურგში დაამთავრა სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფარმაცევტული კურსები. მუშაობდა ბათუმში, სადაც დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ხელმძღვანელობდა სააფთიაქო მარაგებს (იმ დროს საქართველოში მედიკამენტების შემოტანა შეზღუდული იყო და მარაგებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში, ლევილში (პარიზის ახლოს), სადაც შეუდგა ქართული ემიგრანტული არქივების და სოციალ-დემოკრატების პარტიული დოკუმენტაციის მოწესრიგებას და სისტემატიზებას. ფარმაცევტი. წყარო: ზაქარია ჩიჩუა : საფრანგეთში სოფელ ლევილში მცხოვრები ქართველი, სოციალ-დემოკრატი - მოღვაწეობა სამშობლოსა და ემიგრაციაში // მებრძოლი საქართველო = La Georgie Combattante. - პარიზი, 1952. - N1. - გვ.28-29 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |