შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ვიბლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭუბერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა ჭუბერის საშუალო სკოლა 1956 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი 1962 წელს. ინსტიტუტში დაუსწრებლად სწავლის პერიოდში ჯერ ჭუბერის კოლმეურნეობაში რიგითად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ენგურის ტყემრეწვმეურნეობაში იყო ათისთავად. 1962 წელს მუშაობა დაიწყო სპეციალობის მიხედვით მესტიის სატყეო მეურნეობაში ორმელეთის სატყეოს უფროსის მოადგილედ, ხოლო რვა წლის მუშაობის შემდეგ იგი ამ სატყეოს უფროსად დაინიშნა. 1977 წელს დააწინაურეს და ხაიშის საბჭოთა მეურნეობის დირექტორად დაინიშნეს, ხოლო ორი წლის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა თავის საყვარელ საქმეს და ხაიშის სატყეო მეურნეობის დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. დამსახურებული მეტყევე ინჟინერი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.176
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |