The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ინგა ქარაია

ინგა ქარაია
Legal name:კლარა ქარაია
Date of birth:1 May, 1956
Date of death:25 August, 2021  (at 65 years)
Category:Scientist, Educator, Art historian

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1978 წელს.

მუშაობდა სახვითი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმმცოდნეობის სფეროში, ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამას; იყო ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმებისა და კოლექციების დეპარტამენტის უფროსად და მინისტრის მრჩევლად (2001-2014); სურათების ეროვნული გალერეის საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელად (1983-2001); იყო საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1978-1983). 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და სხვა გამოცემების ავტორი სახვითი ხელოვნების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის პოლიტიკისა და მუზეუმმცოდნეობის საკითხებზე. ქართველი ხელოვნებათმცოდნე, სამუზეუმო საქმის სპეციალისტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.289

Bibliography


Share: