The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი ზუროშვილი

ნელი ზუროშვილი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თელავის სამუსიკო სასწავლებელი 1971 წელს (ფორტეპიანოს კლასი); ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია მუსიკის ისტორიის სპეციალობით 1978 წელს.

ამავე წელს - კონსერვატორიასთან არსებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტი პროფ. ნოდარ ტაბიძის ხელმძღვანელობით; მ. ფანიაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების აკადემია ფორტეპიანოს სპეციალობით 1994 წელს. წლების განმავლობაში იყო "ნიკო სულხანიშვილის საზოგადოების" თავმჯდომარე; მუშაობს თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში პედაგოგად.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.148; ლექსები / ნელი ზუროშვილი // ჩემი ჰობი პოეზიაა : ლიტერატურული ალმანახი. - თბილისი, 2015. - №10. - გვ.35-40 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: