The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ კონცელიძე

გურამ კონცელიძე
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 2015  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმი
კატეგორია:მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1962 წელს.

განაწილებით სსრკ ოდესის შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოში, ტანკერ «КЕРЧЬ»-ზე მოხვდა და რამდენიმე თვეში რიგითი მატროსიდან ამავე გემის კაპიტნის მე-4 თანაშემწე გახდა; 1964 წლიდან კაპიტნის მე-3 და მე-2 თანაშემწედ ცურავდა შავი ზღვის სანაოსნოს ნოვოროსიისკის ნავთობფლოტის სამმართველოს ტანკერებზე «ЛЕНИНСК»-ზე (1964-1966) და «ЛЕНИНАБАД»-ზე (1966), 1967 წელს კი ამ უკანასკნელ გემზე კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა; 1968 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 1973 წლამდე უკვე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემზე ასრულებდა კაპიტნის უფროსი თანაშემწის მოვალეობებს, იმავდროულად ნაპირზე ყოფნისას, იგი როგორც  საწარმოო სწავლების დამრიგებელი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში; 1974 წელს სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ გურამ კონცელიძე შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცა, რის შემდეგაც წლების მანძილზე იგი სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა; 1988-1990 წლებში უკვე ცნობილი და გამოცდილი ზღვაოსანი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ნაოსნობის უსაფრთხოების სამსახურის კაპიტან - დამრიგებელად, თუმცა 1992-1994 წლებში კვლავ გემზე, შორეულ ნაოსნობებში უწევდა ყოფნა; 1995 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, გარდაცვალებამდე ემსახურებოდა მეზღვაურთა მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: