Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ კონცელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით 1962 წელს. განაწილებით სსრკ ოდესის შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოში, ტანკერ «КЕРЧЬ»-ზე მოხვდა და რამდენიმე თვეში რიგითი მატროსიდან ამავე გემის კაპიტნის მე-4 თანაშემწე გახდა; 1964 წლიდან კაპიტნის მე-3 და მე-2 თანაშემწედ ცურავდა შავი ზღვის სანაოსნოს ნოვოროსიისკის ნავთობფლოტის სამმართველოს ტანკერებზე «ЛЕНИНСК»-ზე (1964-1966) და «ЛЕНИНАБАД»-ზე (1966), 1967 წელს კი ამ უკანასკნელ გემზე კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა; 1968 წელს სამშობლოში დაბრუნდა და 1973 წლამდე უკვე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემზე ასრულებდა კაპიტნის უფროსი თანაშემწის მოვალეობებს, იმავდროულად ნაპირზე ყოფნისას, იგი როგორც საწარმოო სწავლების დამრიგებელი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში; 1974 წელს სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიამ გურამ კონცელიძე შორეული ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცა, რის შემდეგაც წლების მანძილზე იგი სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა; 1988-1990 წლებში უკვე ცნობილი და გამოცდილი ზღვაოსანი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ნაოსნობის უსაფრთხოების სამსახურის კაპიტან - დამრიგებელად, თუმცა 1992-1994 წლებში კვლავ გემზე, შორეულ ნაოსნობებში უწევდა ყოფნა; 1995 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, გარდაცვალებამდე ემსახურებოდა მეზღვაურთა მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |