The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხინველი

ალექსანდრე ხინველი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური ფაკულტეტი მექანიკოს - უნივერსალის სპეციალობით 1972 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი გემთინჟინრის სპეციალობით 1988 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Пятидесятилетие Советской Грузии»-ს რიგით მოტორისტად დაიწყო; მომდევნო წლებში სანაოსნოს სხვადასხვა გემზე ასრულებდა მეოთხე, მესამე და მეორე მექანიკოსის მოვალეობებს; ცურავდა ტანკერებზე: «Кутаиси», «Александр Цулукидзе» და «Тбилиси», ბალკერებზე: «Художник Габашвили», «Генерал Леселидзе», «Нико Николадзе» და «Художник А. Герасимов»-ზე, 1988 წელს კი ამ უკანასკნელ გემზე იგი შორეული ნაოსნობის უფროს მექანიკოსად დაამტკიცეს; 2000 წლდან შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე მყოფი ცურავდა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე; ამჟამად კომპანია «GOLDENPORT SHIPMANAGEMENT LTD»-ის გემების უფროსი მექანიკოსი. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის უფროსი მექანიკოსი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: