| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თომა კევლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სიღნაღის ოთხკლასიანი საქალაქო სკოლა და თბილისის რეალური სასწავლებელი. შვილად აიყვანა და გაზარდა სიღნაღის მაზრის სოფელ საქობოს მცხოვრებმა მიხეილ კევლიშვილმა. 1896 წელს სოფელ ჯუგაანში ჩასახლებული "დუხობორების" გავლენით მიემხრო ანარქისტ-კომუნისტებს. მასწავლებლობდა ქუთაისში, სადაც თვითმპყრობლობის წინააღმდეგ პოლიტიკური მუშაობისათვის იდევნებოდა პოლიციის მიერ, 1904 წელს იმალებოდა სოფელ ჯუგაანში, შემდეგ გაიქცა ბაქოში. აქტიური მონაწილეობა მიიღო 1905 წლის აღმოსავლეთ კახეთის განმათავისუფლებელ მოძრაობაში, როგორც რევოლუციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. თომა კევლიშვილი ცნობილი თავისი ორგანიზატორული და ორატორული უნარებით. იგი "განწირულის" ფსევდონიმით ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სხვადასხვა შინაარსის კორესპონდენციებსა და პუბლიცისტურ წერილებს. 1922 წლიდან მუშაობდა წნორში "გლეხკომის" თავმჯდომარედ. გარდაიცვალა 1927 წელს, დაიკრძალა იქვე, სახელმწიფო ხარჯით სკოლის ეზოში-ნინეანთ ბაღში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.605
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

