შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ვიბლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კიჩხულდა, მესტიის რაიონი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საიდანაც დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა ორგანოებაში, ჯერ მესტიის შსს განყოფილებაში, შემდეგ კი გაგრის შსს საქალაქო განყოფილებაში. იგი ნკეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მილიციის მუშაკთა შორის კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. მუშაობის პარალელურად უმაღლესი განათლების მისაღებად დაუსწრებლად სწავლობდა ქ. კალინინის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე პირველივე დღეებიდან აქტიურად ჩაება საბრძოლო მომედებებში და გაგრის დაცემის დღეს 2 ოქტომბერს მძიმედ დაიჭრა. განკურნების შემდეგ იგი ქ. სოხუმში დაბრუნდა და თავის ბატალიონთან ერთად განაგრძო საომარი მოქმედებები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.177; მემატიანე: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |