The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო გორგილაძე

რეზო გორგილაძე
ოფიციალური სახელი:რევაზ გორგილაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 2010  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ გორგაძეების სასაფლაო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაქვისთავი, ქობულეთის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1968 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე რიგითი მეზღვაურობიდან დაიწყო და მალე შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის თანაშემწე გახდა; 1975-1976წწ. მან ქალაქ ოდესაში კაპიტნის პირველი თანაშემწის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალური კურსები გაიარა და მომდევნო წლებში კაპიტნის თანაშემწედ და პირველ თანაშემწედ ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი გემის ეკიპაჟში; კაპიტნის პირველი თანაშემწის პოზიციაზე 1988 წელს, ხორვატიის პორტ სპლიტში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სანაოსნოსათვის აგებული ახალი გემის, ტანკერ «ილია ჭავჭავაძის» მიღებისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში, 1990 წლიდან კი იგი ამავე გემზე ცნობილი კაპიტნის - ზურაბ კახიძის თანაშემწის, უფროსი შტურმანის მოვალეობებსაც ასრულებდა; 1993 წელს რ. გორგილაძე შორეულ ნაოსნობის კაპიტნად დაამტკიცეს, 1997 წლიდან კი მან საქმიანობა ნაპირზე, საჯარო სამსახურში, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის საზღვაო ინსპექტორის თანამდებობაზე განაგრძო; საერთაშორისო საზღვაო ექსპერტებთან ერთად იგი "ზღვაში გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები"-ს ქართულენოვანი ტექსტის თანაავტორია ( 2004); 2005 წლიდან გარდაცვალებამდე  ბათუმის (მახინჯაურის) საზღვაო კოლეჯში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. შორეულ ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: