შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნელი დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენა - ლიტერატურის სპეციალობით 1938 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარისწყლის სკოლაში მასწავლებლად; მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის კაბინეტის გამგედ, აჭარის მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმში, მეცნიერ - თანამშრომლად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მეცნიერ - თანამშრომლად. აქ განვლო გზა მასწავლებლობიდან პროფესორობამდე. 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1974 წელს - სადოქტორო დისრტაცია. სამეცნიერო კვლევის საგნად აირჩია მე-20 საუკუნის ქართული მწერლობა. გამოცემული აქვს ნამუშევრები: "დავით კლდიაშვილი", "მონოგრაფია", "რაჟდენ გვეტაძე" (შემოქმედება), "ლიტერატურული წერილები", "ქართული სიმბოლიზმი", "კრიტიკული ეტიუდები"(1), "კრიტიკული ეტიუდები" (2) და სხვა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იგი მომავალ ფილოლოგებს უკითხავდა "უახლოესი ქართული ლიტერატურის ისტორიას" და "ქართული ზეპირსიტყვიერების" კურსს. პროფესორი. წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.154 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |