შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურზაბექ ვიბლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცალერი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ზუგდიდის მუშფაკის სასწავლებელი. სოფლად რვა წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ზუგდიდის მუშფაკის სასწავლებელში, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სოფელ თავრალის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ჭუბერის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ, "ინგურტყემრეწვმეურნეობის" ხე-ტყის წარმოების უბნის უფროსად სოფელ ჭუბერში და სოფელ ნაკრის უბანში. სამსახურებრივ საქმიანობაში მოპოვებული წარმატებებისათვის ხელისუფლების მიერ დაჯილდოებული იყო ორი ორდენით და შვიდი მედლით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.179 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |