The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა თარხნიშვილი

შოთა თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1915
გარდაცვ. თარიღი:1990  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს კავშირგაბმულობის ინსტიტუტის დაუსწრებელი ფაკულტეტი.

ინსტიტუში სწავლის პარალელურად მუშაობდა ორკესტრის ადმინისტრატორად. ჯარში გაწვევის შემდეგ 1935 წელს, თბილისის საარტილერიო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დამთავრების შემდეგ ლეიტენანტი შოთა თარხნიშვილი უკრაინაში, ნოვგოროდ-ვოლინსკში გაანაწილეს, სადაც 15 ივნისს გაემგზავრა. 1941 წლის 23 სექტემბერს ტყვედ ჩავარდა, ამის შემდეგ შოთა თარხნიშვილის ცხოვრება გერმანელთა ტყვეობას, ქართული ლეგიონის შექმნას, შარლ დე გოლის არმიას, საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონს, ფრანგულ ემიგრაციასა და ამერიკის კონტინენტზე ცხოვრებას მოიცავს. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ დაუახლოვდა "კავკასიის კომიტეტს", ალექსანდრე პეტრიაშვილს, ჟორა ცქიტიშვილს და  გივი გაბლიანს. იყო "ობერვალტერსდორფი" ყოფილი ტყვებისაგან ჩამოყალიბებული ბრანდერბურგის ქართული პოლკის წევრი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცხოვრობდა საფრანგეთში. იგი არგენტინის ქართულ ემიგრაციას 1950 წელს შეუერთდა. მუშაობდა ბუენოს აირესის მეტალურგიულ ქარხანაში. საქართველოში დაბრუნდა 1965 წელს. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.194


გააზიარე: