შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე მტბევარი![]()
ბიოგრაფიაX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი. როგორც ტბეთის სახარების (995) მინაწერიდან ჩანს, 978 წლიდან ტბეთის ეპისკოპოსი ყოფილა, 995 წელს კი მაწყვერელად დაუდგენიათ. მიქაელ მოდრეკილის "იადგარში" (978-988) დაცულია VII-IX საუკუნეების ბერძენ ავტორთა ჰიმნების თარგმანები, რომლებიც იოანე მტბევარს ეკუთვნის. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ჰიმნოგრაფიული ტერმინი "მოკაზმული". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.168-169
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |