Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ კახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში, ინჟინრის სპეციალობის დასაუფლებლად, შემდეგ განაგრძო სწავლა და დაამთავრა მოსკოვში წარჩინებით და წითელი დიპლომით. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო რადიოტექნიკით, უკრავდა გიტარაზე, წერდა ლექსებს, მოწიფულ ასაკში კი ჭედურობის ხელოვნებასაც დაეუფლა. 60-70- იან წლებში მისი ლექსები, მოთხრობები და მინიატურები იბეჭდებოდა ჟურნალებში − "დროშა" და "ნიანგი" და გაზეთ "ალტერნატივაში". 1982 წელს დაიბეჭდა რევაზ კახიძის პოეტური კრებული − "დაუვიწყარი ყვავილები", გარდაცვალების შემდეგ კი გამოიცა მისი კიდევ ერთი კრებული. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 182-183 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |