შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბარნაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრაზე, რომელსაც შიო გუგეშაშვილი ხელმძღვანელობდა; ნინო ბარნაბიშვილმა თავისი პროფესიული ცხოვრების უდიდესი ნაწილი ძველ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ("მიხეილის საავადმყოფო") გაატარა, იგი როგორც ექიმი და პედაგოგი, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სტუდენტებსა და კოლეგებს შორის, ჰუმანური და იმავდროულად საოცრად პრინციპული, ადვილად უმეგობრდებოდა სხვადასხვა თაობის, ეროვნებისა და სპეციალობის ადამიანებს. წყარო: ნინო ბარნაბიშვილი – სახელოვანი ოჯახის ღირსეული შთამომავალი / მარი მარღანია // ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2022.- №5 (199) (aversi.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |