The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ თურმანიძე

ნოდარ თურმანიძე
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:1 აპრილი, 2018  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

სამი წელი მუშაობდა ქ. გროზნოში; 1957 წელს დაბრუნდა საქართველოში, მიიღეს "მიხეილის საავადმყოფოში", ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე. ნოდარ თურმანიძემ მალე მოიხვეჭა სახელი მუცლის ღრუს ქირურგიაში. იგი 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებას, რომელიც საქართველოში პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება, გახდა ოპერაციის შემდგომი ინფექციების სამკურნალო ცენტრი, სადაც გართულებული ქირურგიული პათოლოგიებით მთელი საქართველოდან ჩადიოდნენ პაციენტები. ქირურგი.

წყარო: ნოდარ თურმანიძე - ჩირქოვანი ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში / მარი მარღანია //ავერსი : ჯანმრთელი სიცოცხლე = Healty life : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.- თბილისი, 2022.- №6 (200) (aversi.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
    ქართულ ქირურგიაში შეტანილი წვლილისთვის

გააზიარე: