The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელდარ კერძევაძე

ელდარ კერძევაძე
დაბადების თარიღი:1942
გარდაცვ. თარიღი:1991  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საყარაულო, თიანეთის რაიონი.

1959-1961წწ. სწავლობდა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1969 წელს.

მისი პოეტური დებიუტი 1960 წელს შედგა, ლექსების პირველი წიგნი "მწვანე ქუჩა" კი გამოსცა 1970 წელს, რომელსაც მოჰყვა კიდევ 12 პოეტური კრებული (მათ შორისაა: "სინათლის ფრთები", "ქარის ჩრდილები", "ისევ თქვენთან ვარ", "მახსოვს", "თუკი ერთმანეთს გავუფრთხილდებით", "სიყვარულია ეხლა მთავარი" და სხვა), თარგმნიდა უცხოური პოეზიის ნიმუშებსაც (ვაჰან ტერიანი, ალექსანდრ ბლოკი, მიხაილ ლერმონტოვი...).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 185

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: