The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კეღოშვილი

შალვა კეღოშვილი
სხვა სახელი:შალვა ჩიხორიშვილი
დაბადების თარიღი:1946  (79 წლის)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტი, მსახიობის სპეციალობით; გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით.

იგი დიდხანს მოღვაწეობდა ახალციხისა და გორის სახელმწიფო თეატრებში. მან ერთი პერიოდი ჟურნალისტიკაშიც სცადა ბედი, ბოლოს კი პედაგოგის პროფესია აირჩია, იგი დიდხანს მოღვაწეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს; 1988 წელს დაინიშნა ადიგენის რაიონის კულტურის განყოფილების გამგედ და ოცდასამი წლის განმავლობაში უძღვებოდა მისადმი მინდობილ საქმეს. ის ორი პოეტური კრებულის ავტორია: "ცოტაც დაქალდი და მერე..." (1997), "ვაზს ცრემლები ვინ სწმინდოს?" (2007).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 185-186

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: